Kosta Sanikidze - შევხვდებით ისევ

02/06/2018
Kosta Sanikidze-ის მიერ

შევხვდებით ისევ.

შევხვდებით ისევ, როცა სული გრძნობებს დანამავს,
ბახუსში ბოლო ღერით ვტკბები, მეტი არამაქვს,
ვერაფერს ვშველი საკუთარ თავს რეჟიმს არეულს,
გადაკარგული შენც მიპოვნი სადმე გარეულს,

ავად ვიყავი, ისე მძიმედ თითქოს ვკვდებოდი,
დაბრმავებული ამ ყველაფერს ვეღარ ვხვდებოდი,
შენთან მოსვლისთვის ეს მანძილი მგონი დიდია,
ბოლო შანსი კი ჩამტვრეული გრძნობის ხიდია,

შევხვდებით ისევ, როცა ნუში იყვავებს ბაღში,
ვეღარ ეტევა ჩემი სული, წყეულ ამ ტანში,
ნერვებს მიტოკავს დარჩენილი ოხრად წუთები,
ცხოვრებისგან კი სანუგეშოდ მრჩება ხურდები,

დროს ვერ ვაჩერებ, არაფრისმთქმელ სიტყვებს მაყრიან,
დღეს ენძელები უშენობით თავებს დახრიან,
გაიყინება, ჩემი სული ალბათ ეს დარდიც,
სურნელი მხიბლავს, სისხლისფერი ეკლიან ვარდის,

ბოდიშს მოვიხდი ქალბატონო, ჩემი არ გჯერათ?
ერთ ჭიქას დავლევ, უხმოდ გავალ ახლა ამჯერად,
შემდეგ დავთვრები, კვლავ დავუწყებ დაკერვას კახპებს,
ხვალ დილით ვნახავ, ცხოვრებისგან გახსნილ სხვა კარტებს,

მაგრამ შევხვდებით, როცა სული გრძნობებს დანამავს,
ბახუსში ბოლო ღერით ვტკბები მეტი არამაქვს,
ვერაფერს ვშველი, საკუთარ თავს რეჟიმს არეულს,
გადაკარგული, შენც მიპოვნი სადმე გარეულს...
კოსტა სანიკიძე #kostasanikidze