დავით გაბაიძემ chaerte.sca.ge-ს მონაწილე მოსწავლეებს უმასპინძლა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ახალი ვებპლატფორმის - chaerte.sca.ge-ს საშუალებით ჩანიშნული პირველი ექსკურსია-შეხვედრის მონაწილეებს უმასპინძლა. ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 6 აპრილს ახალი პლატფორმის ონლაინპრეზენტაციას ZOOM-ის საშუალებით ესწრებოდნენ, საკანონმდებლო ორგანოში დანერგილი სიახლეებით დაინტერესდნენ. მოსწავლეები უმაღლესი საბჭოს ფუნქციებისა და საქმიანობის გაცნობის პარალელურად, chaerte.sca.ge-ს მოდულებით, განსაკუთრებით კი პეტიციით დაინტერესდნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და აპარატის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს პეტიციის წარდგენის, განხილვის, დამტკიცების პროცედურები გააცნეს და უპასუხეს მათ შეკითხვებს. მოსწავლეებმა დავით გაბაიძეს რამდენიმე პეტიციის იდეა წარუდგინეს, მოისმინეს მისი მოსაზრებები და შენობის დათვალიერების შემდეგ, გადაიღეს სამახსოვრო სურათები. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მოსწავლეები 21 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე მოიწვია, რომელზეც „მინისტრის საათის“ ფორმატში ორი მინისტრის ანგარიშს მოისმენენ. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობისა და მასში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ანალოგიური ექსკურსია-შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. ცნობისათვის: ექსკურსიის ჩანიშვნა და ვიზიტის დაგეგმვა დაინტერესებულ მოქალაქეებს https://chaerte.sca.ge/ge/eqskursia-ს საშუალებით შეუძლიათ.
აჭარის არ უმაღლესი საბჭო-ის სხვა ვიდეოები
საკანონმდებლო ორგანომ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვე...
ბათუმის ნავსადგური - სამომავლო პერსპექტივები
01:03
დავით გაბაიძე:“ ხმა მივეცი საქართველოს ბედნიერ მომ...
29:33
ეკომიგრანტის პრობლემას კანონის მიღება გადაწყვეტს
02:26
მომავალი წლის ბიუჯეტი და არჩევნები უმაღლეს საბჭოში
01:06
ანზორ თხილაიშვილმა ამერიკელ სტუმარს უმასპინძლა
01:24
დავით გაბაიძის საახალწლო მილოცვა
06:14
"ყველაფერი კარგი გვახსოვს"
მსგავსი ვიდეოები
დავით გაბაიძემ მუსლიმ მრევლს ბაირამი მიულოცა
აჭარის არ უმაღლესი საბჭო
დავით გაბაიძემ რეაბილიტირებული საავადმყოფო დაათვალიერა
აჭარის არ უმაღლესი საბჭო
დავით გაბაიძემ მედიკოსებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა
აჭარის არ უმაღლესი საბჭო
დავით გაბაიძემ ამერიკელ სტუმრებს უმასპინძლა
TV 25
დავით გაბაიძემ მომავალ მეზღვაურებს წარმატებები უსურვა
აჭარის არ უმაღლესი საბჭო
დავით გაბაიძემ ონკოლოგიური პაციენტები მოინახულა
Medcenter. Ge
დავით გაბაიძემ ირანის ელჩს უმასპინძლა
აჭარის არ უმაღლესი საბჭო
დავით გაბაიძემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
აჭარის არ უმაღლესი საბჭო