შს მინისტრმა ბათუმში ნარკოტიკებთან ბრძოლის რეგიონული კონფერენცია გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კონფერენცია გახსნა. შეხვედრა აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისის (INL) და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ორგანიზებით ტარდება. გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს მთავრობას კონფერენციის ორგანიზებისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაისახა. მინდა მადლობა გადავუხადო DEA-ს და INL-ს გამოცდილების გაზიარებისა და დახმარებისთვის, რაც მათ ჩვენი სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფს გაუწიეს. როგორც მოგეხსენებათ, 2013-2014 წლებში ჩვენ 116 კილოგრამი ჰეროინის ფხვნილი და 2 ტონა და 446 ლიტრი თხევადი ჰეროინი ამოვიღეთ. 2015 წელს კი ამოღებული იქნა 40 კილოგრამამდე კოკაინი, რაც უპრეცედენტო ფაქტია. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, პროდუქტიული და ინფორმაციული, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/6cea8L
Giorgi Mgebrishvili-ის სხვა ვიდეოები
08:24
გიორგი მღებრიშვილის გამოსვლა პარლამენტში
24:32
შსს-მ კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით კამპანია დ...
03:29
შს მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შს მ...
08:02
შს მინისტრმა პოლიციელებს მედლები და სიგელები გადას...
53:18
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის პროფესიული...
03:05
შს მინისტრმა გუდაურში „მოთხილამურე პატრულის“ საპილ...
02:27
შს მინისტრი ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმ...
28:33
პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა ახალი ნავმისადგო...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრმა ბათუმში ნარკოტიკებთან ბრძოლის რეგიონული კონფერე...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრმა ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა
Giorgi Mgebrishvili
პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა ახალი ნავმისადგომი გახსნეს
Giorgi Mgebrishvili
შს მინისტრის სამძიმარი სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრმა გოგოლის ქუჩაზე პოლიციის ახალი შენობა გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster