ღრუბლები შავ ზღვაზე

12/09/2018

25 ნოემბერს შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან, მოხდა ინციდენტი, რომლის შემდეგაც 24-ით გაიზარდა რუსეთის მიერ დაპატიმრებული უკრაინელების რიცხვი. ათობით უკრაინელს, მათ შორის რეჟისორ ოლეგ სენცოვს, უფლებადამცველები პოლიტიკური ნიშნით დევნილებად მიიჩნევენ. ქერჩის ინციდენტს მოჰყვა ისიც, რომ, ყირიმის ანექსიის შემდეგ პირველად, რუსეთმა საჯაროდ აღიარა უკრაინის ჯარებისათვის ცეცხლის გახსნის ფაქტი, ხოლო კიევმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შავ ზღვაში და მის გარშემო? რა როლი ეკისრება ნატოს, რომლის სამი წევრიც შავი ზღვის პირას მდებარეობს?

• როგორ აისახება ქერჩის კრიზისი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე;
• ვინ და როგორ იცავს საქართველოს სანაპიროს;
• ინტერვიუ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტთან, „ჯეინს დეფენსის“ ანალიტიკოს ბრუკს ტიგნერთან;
• შინ - უცხოეთში: როგორ ებრძვის ტკივილს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გეგელაშვილი;
•თავისუფლების #კითხვები: რა უნდა ვიცოდეთ აივ/შიდსის შესახებ.

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან