საქართველოს პრეზიდენტი ხავიერ კოლომინას შეხვდა
4 თვის წინ
საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა, ხაზგასმით აღინიშნა საქართველო - ნატოს ორმხრივი ურთიერთობები. აქცენტი გაკეთდა საქართველოს განსაკუთრებულ როლზე რეგიონში შექმნილ გარემოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. განიხილეს ევროპული პერსპექტივა, და 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საჭიროება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.