ფინანსური მენეჯმენტი

02/12/2023
BPN Georgia-ის მიერ

ფინანსების ეფექტური მართვა შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ორ დღიანი სემინარი ეხმარება ბიზნესმენებს და წარმოებაში ჩართულ სხვა მმართველ პირებს მიიღონ ან გააღრმავონ საბაზისო ცოდნა საწარმოო ფინანსების, ფინანსურ მენეჯმენტის და ფინანსების კონტროლის მიმართულებით, კომპეტენტურად გაიაზრონ ფინანსური მართვის ამოცანები და შეამცირონ ფინანსური რისკები.
პრაქტიკასთან მიახლოებული დავალებებით თუ მცირე და საშუალო ბიზნესიდან აღებული მაგალითებით ხდება ნასწავლი თეორიული მასალის გამოყენება. სემინარის მიზანია, ყოველმა მონაწილემ შეძლოს საკუთარ საწარმოზე მორგებული საწარმოს მართვის კოკპიტის შემუშავება რელევანტურ ფინანსურ ინფორმაციებზე და ინდექსებზე დაყრდნობით.
შინაარსი
• პირადი დამოკიდებულება ფულთან. ფინანსებთან მიდგომა.
• ფინანსური მენეჯმენტი, როგორც ფინანსური ინსტრუმენტი და წარმატების ფაქტორი საწარმოში.
• ღირებულებათა შექმნა საწარმოში, როგორც წარმოების ძირითადი მიზანი და ქართული ეკონომიკის მოტორი.
• საწარმოს კოკპიტი: ფინანსური მონაცემებით და ინდექსებით საწარმოს სტრატეგიის მიზანმიმართული გამოყენება ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაში.
• ფინანსური დაგეგმვა, მოგება - ზარალის ანგარიში: საწარმოში ფულის ნაკადების მართვა და ანალიზი. შემოსავლების სტრუქტურა, გასავლების სტრუქტურა, შემოსავლების და ფასის განვითარება. არის და უნდა მონაცემების შედარება.
• ბალანსი: ბალანსის როლი საწარმოში, ბალანსის დაყოფა, ბალანსის და მოგება -ზარალის ანგარიშის ურთიერთკავშირი.
• ბალანსის ანალიზი: დაფინანსების მაჩვენებლები (Equity Ratio, Debt Ratio), დაფარვის მაჩვენებლები (Fixed Assets Coverage 1\u00262)
• ლიკვიდურობა: ლიკვიდურობის დაგეგმვა და მენეჯმენტი, სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ლიკვიდურობის მაჩვენებლები ბალანსში (Cash Ratio, Quick Ratio, Current Ratio)
• საინვესტიციო გეგმა: საფუძვლები ანალიზისთვის. საინვესტიციო პროექტების შეფასება და დანერგვა საწარმოში.
• ნულოვანი მოგების წერტილის დაანგარიშება: ნულოვანი მოგების წერტილის დაანგარიშება ან გრაფიკულად გამოსახვა და მასობრივი წარმოებისას ხარჯების დაფარვის უზრუნველყოფა წარმოების პროცესში.
• ერთეულის თვითღირებულების გამოთვლა: თვითღირებულების გამოთვლით საცალო წარმოებისას და ინდივიდუალური შეკვეთებისას, ისეთი გასაყიდი ფასის დადგენა, რომელიც ხარჯებს დაფარავს.

მონაწილეებს შეუძლიათ სემინარის მსვლელობის პროცესში მათთვის საინტერესო კითხვების დასმა. კითხვა პასუხის რეჟიმის უზრუნველსაყოფად ტრენინგი ტარდება მცირე ჯგუფებში.



https://bpngeorgia.ge/business-academ...
@bpngeorgia1940