მშობელთა სკოლა - გაკვეთილი #6 - საკვებისმიერი და მედიკამენტური მოწამვლები ბავშვებში

15.04.2016 30:13

საკვებისმიერი და მედიკამენტური მოწამვლები ბავშვებში - იაშვილის კლინიკის „მშობელთა სკოლის“ მე-6 გაკვეთილის სალექციო თემაა, რომელიც იაშვილის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციისა და ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ რუსაძემ წაიკითხა. გთავაზობთ ამ გაკვეთილის ვიდეო ჩანაწერს, საიდანაც მიიღებთ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: • საკვებისმიერი და მედიკამენტოზური ინტოქსიკაციები ბავშვებში; • კოროზიული ნივთიერებებით მწვავე მოწამვლა; • ბიოლოგიური შხამებით ინტოქსიკაცია; • სოკოთი ინტოქსიკაცია და სხვა... შეგახსენებთ, რომ „მშობელთა სკოლის“ გაკვეთილები ყოველ ხუთშაბათს იაშვილის კლინიკაში ტარდება. მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსოთ ელექტრონული განაცხადი https://goo.gl/zM9as7

გაზიარება: