Battle - Photoshop Drawing Time Lapse
04/13/2020
#Georgianmythology #fantasy #photoshop
Bull vs Gveleshapi(creature like amphithere in Georgian mythology).
Behance - https://www.behance.net/gallery/95095...
Music by KASSRA - • Kassra - Hibernation Before Departure
ხარისა და გველეშაპის ბრძოლა
გველეშაპის ციკლის კავკასიურ გადმოცემებში აღწერილია ხარისა და გველეშაპის შერკინება, რომელიც ხარის გამარჯვებით მთავრდება. ამ სიუჟეტში გველეშაპი ბოროტი არსებაა, რომელიც წყალს მალავს, გვალვას იწვევს ან პირიქით, წარღვნით ემუქრება დედამიწას. გველეშაპის სხეული შედგება გველისა და ვეშაპის(დიდი თევზის) კომბინაციისგან, რომელსაც ფრთები აქვს. მისი სამშობლო და თავდაპირველი სამყოფელი წყალია, კერძოდ ზღვა. პირიდან ცეცხლს აფრქვევს.
ერწოს ტბასთან დაკავშირებული თქმულება მოგვითხრობს ხარისა და გველეშაპის ბრძოლასა და მდინარე ივრის გაჩენაზე. ერწოს ტბა თურმე გველეშაპს გაუჩენია. ის ყოველდღე მიდიოდა ზღვაზე, ჩაიგუბებდა წყალს და იქ ასხამდა. ტბა თანდათან იზრდებოდა და იქ მოსახლე ხალხს წალეკვით ემუქრებოდა. ერთ კაცს საოცარი მოზვერი ჰყოლია, რქები დანასავით ჰქონია გალესილი (სხვა ვარიანტით, ხალხი ულესავს მოზვერს რქებს და ამით ეხმარება ბრძოლაში). გაპარულა ეს მოზვერი, შეჭიდებია გველეშაპს და სულ დაუფატრავს. მხოლოდ კუდი დარჩენილა და ეს არის მდინარე იორი.
დუშეთში ჩაწერილი ლეგენდის მიხედვით, გველეშაპმა შეაგუბა მდინარე არაგვი. წარღვნის შიშით ხალხმა ნაიალაღარი ხარები გამოიყვანა, მაგრამ ვეშაპი მათ ერთი მეორის მიყოლებით ამარცხებდა. ბოლოს ნიკორა მოზვერი მონახეს, რომელმაც გველეშაპს რქით მუცელი გაუფატრა, არაგვს გზა გაუხსნა და სოფლები გადაარჩინა.
ქეთევან სიხარულიძე - კავკასიური მითოლოგია