Esa-Mesa -- #1 Georgian Song of the Year-2010

06.01.2011 05:09

ტელეკომპამია "რუსთავი 2--ის 2011 წლის 5 იანვრის "კურიერის" სიუჟეტი. კომპანია "კომუნა--მედიას" ჰიტ--აღლუმი ყოველწლიურად ქართველ რადიომსმენელებში 50 ყველაზე პოპულარულ სიმღერას ასახელებს. ეს ერთადერთი კვლევაა საქართველოში, რომლის შედეგებიც მსოფლიო ჰიტ--აღლუმებზეც აისახება. 2010 წლის შედეგებით შედგენილ TOP-50-ში მხოლოდ 4 ქართული სიმღერა მოხვდა. მათ შორის პირველ ათეულში მხოლოდ ერთი აღმოჩნდა -- კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის სიმღერა "ესა--მესა" დუეტ "Georgias" შესრულებით (საბავშვო ოპერიდან "სათაგური", გივი ჭიჭინაძის ტექსტი). მან საპატიო მე--9 ადგილი დაიკავა. ჰიტ--აღლუმის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. Lady Gaga -- Alejandro 2. Jay Z feat. Alicia Keys - Empire State Of Mind 3. Eminem feat. Rihanna -- Love The way You Lie 4. Lady Gaga feat. Beyonce -- Telephone 5. Keane feat. K'Naan - Stop For A Minute 6. Eminem - Not Afraid 7. Rihanna - Russian Roulette 8. David Guetta feat. Akon - Sexy Bitch 9. Duet Georgia - Esa-Mesa 10. Black Eyed Peas -- Rock That Body ინფორმაცია აღებულია საიტიდან http://www.komuna.ge http://www.vajadurglishvili.ge

გაზიარება: