ღვინოვ კახურო (კარაოკე) - Gvinov Kaxuro (KARAOKE)

05/16/2019
Georgian Karaoke Club-ის მიერ

დაეხმარე არხს განვითარებაში:
https://paypal.me/GEORGIANKARAOKECLUB

Karaoke Video ©© Georgian Karaoke Club
Singer - Unknown
Lirycs - დავით გივიშვილი
Composer - ზაქარია ფალიაშვილი

Follow:


My Follow:
➡️ გამოიწერე ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ ზარის მონიშვნა 🔔
▷    / @georgiankaraokeclub  

➡️ ეწვიეთ და მოიწონეთ ჩვენი გვერდი 👍
▷ Facebook: https://www.facebook.com/karaokeclubge

🔊 ერთად შევიქმნათ პოზიტიური განწყობა და ავამღეროთ მთელი საქართველო ქართულ ჰანგებზე. ჩვენ ვაკეთებთ ქართული სიმღერების კარაოკე ვერსიებს, ინტერნეტში უკვე არსებული ფონოგრამების გამოყენებით. არხის მიზანია მაქსიმალურად დაიხვეწოს ქართული კარაოკე და გაკეთდეს მაღალი ხარისხის პროდუქტი. არხზე დაიდება ყველა სიმღერა რომლის ფონოგრამაც არის ინტერნეტის ღია სივრცეში.

(სიმღერის ტექსტი)

ღვინოვ კახურო ვარ შენი მსმელი,
გინდ თეთრი იყო გინდა წითელი
შენა ხარ ჩვენი, შვება და ლხენა
შენგან არ მახსოვს ოდნავი წყენა

მართალს ამბობს ცანგალა
აგანგალა განგალა ჰეე

ღვინოს შეჰხარის კაცი თუ ქალი,
ყველას იმისკენ უჭირავს თვალი
როცა გადაჰკრავს, არა ჰყავს დარი
მისთვის ღიაა სამოთხის კარი

არა სტყუის ცანგალა
აგანგალა განგალა ჰეე

ღვინო გვიკიდებს ცეცხლის ალებსა
სულწასულები ვეტრფით ქალებსა
შმაგად ვუკოცნით ლამაზ თვალებსა
ვადნებით ზედა, შავ-შავ ხალებსა

ეშხით მოსვავს ცანგალა
აგანგალა განგალა ჰეე

ერთს კიდევ გეტყვით ქალების ამბავს
ზოგი გოგონა სულს განგებ ნაბავს
ვაჟკაცის ხელსა ის არ იკარებს
სიბერის ჟამს კი მწარედ ინანებს

ღვინოვ კახურო ვარ შენი მსმელი,
გინდ თეთრი იყო გინდა წითელი
შენა ხარ ჩვენი, შვება და ლხენა
შენგან არ მახსოვს ოდნავი წყენა

მართალს ამბობს ცანგალა
აგანგალა განგალა ჰეეეეე

#ქართულიკარაოკე #GeorgianKaraoke

ვიდეოები „Georgian Karaoke Club"-ისგან