\"სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის\" პროგრამის ფარგლებში, აპარატების გაცემა დაიწყო. III და IV ხარისხის მქონე სმენადაქვეითებულმა ბენეფიცარებმა აპარატის მიღებისთვის \"ფორმა #100\", აუდიოგრამა და პირადობის მოწმობის ასლი ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინონ.
პროგრამის ფარგლებში, გერმანული ფირმის ციფრული სმენის აპარატი უკვე 57 მოქალაქემ მიიღო. პროგრამის მიმდინარეობის პროცესს დღეს დიაგნოსტიკურ ცენტრში ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში, 300 სმენის აპარატი დარიგდება, ბიუჯეტი 135000 ლარია.