საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის გათავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმის ტყვე თავისუფალია. ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ლაშა ხეთერელი სახლში დაბრუნდა. შარშან ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. ის ცხინვალის ციხეში  საქართველოს ორ მოქალაქესთან - ზაზა გახელაძესთან და გენადი ბესტაევთან ერთად იმყოფებოდა. გახელაძე და ბესტაევი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან. სამივე მათგანის საკითხი ერგნეთის და ჟენევის შეხვედრების ფორმატში აქტიურად განიხილებოდა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები