პასკა დედა საფუარზე (გაჭრა და აღწერა)
რეცეპტი: თბილი რძე - 125 გ შაქარი - 200 გ დედა საფუარი - 90გ კვერცხი - 3ც არაჟანი - 100გ კარაქი - 150გ ფქვილი - 520გ ( 70+ 450) ზეთი - 20-25 (ჩასაზელად) ლიმონის ცედრა - 1 ც გატარებული ფორთოხალი - 1 ც ქიშმიში - 160 გ (შერეული ჩირეული, ნებისმიერი) სუნელების ნაყენი: შავი რომი (ან კონიაკი) - 15 გ ილი (კარდამონი) - 1 ჩ.კ. (სავსე) ახლად დაფქული ჯავზი (მუსკატი) – 1 ჩ.კ. სავსე შაფრანი (დაფქვილი) - 1 ჩ.კ. სავსე დარიჩინი - 1/3 ჩ.კ. მიხაკი - ¼ ჩ.კ. ვანილინი - 1 ც (2 გ) პროცესი: 1 დღით ადრე ჩავაყენოთ სუნელები + ფორთოხლის ცედრა , ვანილინი შავ რომში და გავაჩეროთ. აპარა: #1 - თბილ რძეში გავხსნათ 1 კოვზი შაქარი, 3-4 საათის გამოკვებილი დედა საფუარი, 70 გ უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვამზადოთ აპარა. (თხელი არაჟნის მასა უნდა გამოგვივიდეს, კარგად შევურიოთ ხელით) გადავიტანოთ თასში, გადავაკრათ ჰერმეტულად და მოვათავსოთ თბილ ადგილას, (28 c) ასაფუებლად, 2 საათი (უნდა გაიკეთოს მსუბუქი ბუშტები და ზომაში გაიზარდოს მცირედად) -პარალელულად, გავადნოთ კარაქი, 2 წთ ვადუღოთ და გავაგრილოთ. ცომის მოზელვა: #2 კვერცხი და შაქარი მსუბუქად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ აპარა (მთლიანად) , მოვურიოთ რომ გაიხსნას კარგად, შემდეგ გამდნარი კარაქი, არაჟანი, ფქვილი და ბოლოს სუნელების ნაყენი და ასევე ქიშმიშები. ყველაფერი რაც ჩამოთვლილია მიდის ამ ცომში. ზეთით ჩავზილოთ და კარგად უნდა მოიზილოს, უნდა მივიღოთ ზომიერად თხელი ცომი, ერთგვაროვანი. კარგად შევფუთოთ და გავაჩეროთ სითბოში 1 ღამე. #3 მეორე დღეს, ოდნავი გადაზელვით , გადავანაწილოთ ფორმებში და დავაყოვნოთ ამოსასვლელად, როგორც დასჭირდება. (შესაძლებელია 8 საათიც მოუწიოს ამოსვლა) გააჩნია რა ტემპერატურაა. გამოცხობა: გადავუსვათ 2 კვრცხის გული + შაქარი მწიკვი + მარილი მწიკვი + რძე მცირედი. - მომზადებული დოღაში. 150 - 155 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში - 1 კგ იანი - 1 სთ, 400 – 500 გრამიანი 45 წთ. მითითებული გრადუსი და ცხობის ტემპერატურა, შესაძლებელია სხვაგვარად გადაკეთდეს, ღუმელის მიხედვით. შეამოწმეთ ჩხირით. ყველა რეცეპტი ბლოგზე: https://bakewithsophie.com/
Bake With Sophie-ის სხვა ვიდეოები
07:51
სააღდგომო პასკა - Bake With Sophie
06:01
ტარტ ტატენი
10:07
გემრიელი პური - სწრაფად და მარტივად
07:26
საკარანტინე შტრუდელი - ვაშლით და ბანანით :)
34:13
პანეტონეს მომზადება დედა საფუარის გამოყენებით.
17:54
სანდრას დაბადების დღის შოკოლადის ტორტი - უგემრიელე...
15:59
ნამცხვარი იდეალი - ეს უნდა მოამზადოთ !
20:47
ტრადიციული პასკის მომზადება
მსგავსი ვიდეოები
პანეტონეს მომზადება დედა საფუარის გამოყენებით.
Bake With Sophie
სოფლის დღიურები - მესამე ეპიზოდი (მარტოხელა დედა)
Weleda | ველედა
Exporter Media
უგემრიელესი სააღდგომო პასკის რეცეპტი
Your Cooking Show
სააღდგომო პასკა - Paska Saagdgomo
Apolines cuisine
ხაჭოს პასკა სამი განსხვავებული ფენით | LETSCOOK GE
LetsCookGe
სააღდგომო პასკა მაწვნის ცომით, გაჯერებული არომატული სუნელები...
Apolines cuisine
ხაჭოს პასკა
Apolines cuisine