მზის "ხე-ვაზი" ფოტოელექტრული პანელებით ქ. ბათუმის 6 მაისის პარკის გარე განათებისთვის

02/16/2018

მზის \"ხე-ვაზი\" ფოტოელექტრული პანელებით ქ. ბათუმის 6 მაისის პარკის გარე განათებისთვის

შპს \"მზის სახლმა\" ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ფარგლებში დააპროექტა, დაამზადა და ქ. ბათუმში, 6 მაისის პარკში დაამონტაჟა ეროვნულ სტილში გადაწყვეტილი მზის ხე-ვაზი.

კომპოზიცია წარმოადგენს ლითონში შესრულებულ ხეს და მის ტანზე შემოხვეულ ვაზს. ტოტების ბოლოებში მოთავსებულია 15 ვატი სიმძლავრის შვიდი მზის პანელი. მზის თითოეული პანელის ქვეშ მიმაგრებულია მინი ლედ ნათურა. ნათურების ჯამური განათებულობა 100 ვატიანი ვარვარების ნათურის ექვივალენტურია. ნათურები გაანათებენ, როგორც უშუალოდ მზის ხეს, ასევე მიმდებარე არეალსაც. განათების სისტემა ავტომატურ რეჟიმში (ღამე აინთება, დღისით ჩაქრება) იმუშავებს. კომპოზიციის სიმაღლე 310 სმ, ხოლო ტოტების გაშლის რადიუსი - 150 სმ.
ფოტოალბომი:
https://www.facebook.com/pg/SunHouse....
---
თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:

- გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი:
   / @sunhouse7226  

- ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს:
http://www.SunHouse.ge

- დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში:
https://www.facebook.com/SunHouse.ge

© მზის სახლი 2018

ვიდეოები „Sun House / მზის სახლი"-ისგან