“თეთრ ოკეანეში” - ლევან ტიელიძის ანტარქტიდული ექსპედიცია

01/05/2024

🗻 ქართველი გლაციოლოგი და გეოგრაფი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ტიელიძე, მსოფლიოს 27 წამყვან მეცნიერთან ერთად მონაწილეობს აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე ორთვენახევრიან ექსპედიციაში, რომლის მიზანიც, ამ კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი, დენმენის მყინვარის კომპლექსური შესწავლაა.

🌨 დენმენის დნობა უდიდეს გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე.

💨 ავსტრალიის ანტარქტიკული პროგრამა კი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაციაა, რომელიც ფარავს არა მხოლოდ ანტარქტიდის კონტინენტს, არამედ სამხრეთის ოკეანესაც და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოს თანამედროვე და წარსული გარემოს, ბიომრავალფეროვნების, და კლიმატის ცვლილების შედეგების გაგებაში.

🌨 ლევან ტიელიძე პირველი ქართველი მეცნიერია, ვინც ბოლო 50 წლის განმავლობაში, პირველად დადგა ფეხი თეთრ კონტინენტზე სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად.

🗻 ამ ვიდეოში ის სწორედ თავის ანტარქტიდულ თავგადასავალსა და გამოცდილებაზე გვიყვება.

🔗 წაიკითხეთ აქ 👉 http://tinyurl.com/387ppxhv

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან