ლუკა ქათამაძე - მე და შენ ღმერთო/ luka qatamadze - me da shen gmerto


ტექსტი: ლუკა ქათამაძე

შემსრულებელი: ლუკა ქათამაძე

Facebook: https://www.facebook.com/profile.php?...

Instagram: https://instagram.com/lukito_qatamadz...

აუდიო მონტაჟი: ნიკა ქათამაძე

Facebook: https://www.facebook.com/profile.php?...



მე და შენ ღმერთო, მე და შენ ღმერთო,
ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან.
მე სამლოცველოს გვერდს ვერ ავუვლი,
მაგრამ შიგნითაც ვერ შემოვდივარ.

იმდენი ცოდვა მაქვს სული ვერ აუდის,
ყოველ წამს მეხვეწება როგორმე გავამრთელო
მე ხშირად მიბყრობს ფიქრები ვერაგული,
როგორ მოვიქცე რაღა გავაკეთო.

მე მიგატოვე, გოლგოთაზე ვერ ამოვედი
და ვერ შევძელი უტვინო ბრბოსთვის ხელი შემეშალა,
ჩემი ცოდვებისთვის შენ გაწამეს და რა გითხრა მეტი,
ისე ცუდად ვარ შენ სახლთანაც ვერ დაგიტირე.

როგორც გითხარი, ძალიან შორს ვართ,
ძალიან შორს ვართ, ერთმანეთისგან.
ამდენი წამება ჩემს გამო მიიღე
და ახლა შენთან ვეღარ მოვდივარ.

ვეღარ მოვდივარ, მუხლ დაჩოქილმა, რომ ბოდიში გთხოვო,
ბოდიში გთხოვო რომ უარგყვე, რომ არ მოგყევი.
ახლა, ჩავდივარ სამლოცველოსთან და პირჯვარს ვიწერ,
პირჯვარს ვიწერ და პასუხს ველი, შენსგან წყალობის...