SaS͚ruli • წრედის შეკვრა

05/22/2023
BeGi BuKia-ის მიერ

❝ წრედის ჩართვა ❞

ალბათ გრძელდება არსებობა
ყოფნის გარეთაც -
უხმოდ, უთვალოდ, უხერხემლოდ, უძვლოდ, უმტევნოდ,
თუკი ახერხებ – ამ მეტალის დასმით გაკვეთო
სიცარიელე და სიტყვებით გამოუტენო
სხეული, რომ ეს უხილავი გახდეს ხილული.
თითქოს რაღაცას გკარნახობენ – ბაგის გარეშე -
ისინი, ვისაც ჩაეღვენთა ცვილად, ყინულად
…მკლავები – ფხვიერ არყოფნაში, წმინდა ხავერდში,
მტვრის სამკვიდროში.
კედლის მიღმა – მათი წრიალი -
გრძელდება. თითქოს არც არყოფნა ეიოლებათ.
ესეც შეკრული წრედი არის, ერთი წრე არის -
ზედ – ნაპერწკლებით – ჯადოსნური ნეირონებით.
უცხო საყვირში შეაღწიეს – შენ ხმას გართმევენ,
ლაპარაკობენ არეულად, ეკრანს აწერენ -
სიტყვებს, რომლებშიც უცნაურად ერთად ანთია -
მათი სურვილი – დაბრუნება,
შენი – გაღწევა.

ლექსის ავტორი: ლელა სამნიაშვილი

Cover illustration by Midjourney (#AIGenerated)

#storytelling #poetry #electronicmusic #sasruli #სასრული #წრედისშეკვრა #წრედისჩართვა #ლელასამნიაშვილი #პოეზია #aigeneratedcover #ableton #begibukia