SaS͚ruli • წრედის შეკვრა

22.05.2023

❝ წრედის ჩართვა ❞ ალბათ გრძელდება არსებობა ყოფნის გარეთაც - უხმოდ, უთვალოდ, უხერხემლოდ, უძვლოდ, უმტევნოდ, თუკი ახერხებ – ამ მეტალის დასმით გაკვეთო სიცარიელე და სიტყვებით გამოუტენო სხეული, რომ ეს უხილავი გახდეს ხილული. თითქოს რაღაცას გკარნახობენ – ბაგის გარეშე - ისინი, ვისაც ჩაეღვენთა ცვილად, ყინულად …მკლავები – ფხვიერ არყოფნაში, წმინდა ხავერდში, მტვრის სამკვიდროში. კედლის მიღმა – მათი წრიალი - გრძელდება. თითქოს არც არყოფნა ეიოლებათ. ესეც შეკრული წრედი არის, ერთი წრე არის - ზედ – ნაპერწკლებით – ჯადოსნური ნეირონებით. უცხო საყვირში შეაღწიეს – შენ ხმას გართმევენ, ლაპარაკობენ არეულად, ეკრანს აწერენ - სიტყვებს, რომლებშიც უცნაურად ერთად ანთია - მათი სურვილი – დაბრუნება, შენი – გაღწევა. ლექსის ავტორი: ლელა სამნიაშვილი Cover illustration by Midjourney (#AIGenerated) #storytelling #poetry #electronicmusic #sasruli #სასრული #წრედისშეკვრა #წრედისჩართვა #ლელასამნიაშვილი #პოეზია #aigeneratedcover #ableton #begibukia

გაზიარება: