irakli berdzenishvili "lurji vashli"

12/15/2018
irakli berdzenishvili-ის მიერ

უყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი.

...........\"ლურჯი ვაშლი\"............
ტექსტის და მუსიკის ავტორი : ირაკლი ბერძენიშვილი.

facebook : https://www.facebook.com/irakli.berdz...

ტექსტი :

მეტი რა დამრჩა მოვეჭიდები ხავსს,
ნაგავს გავატან ჩემს გახუნებულ თმებს,
რა არის მეტი რაღას ველოდო რას?
ნოტებს მივყიდი ჩემს გადარეულ ხმებს. x2

მის: შენ ლამაზ ბაღში ლამაზი ვაშლი ხარ
მე შენ მიგირთვი და ახლა ვკვდები მე. x2

ბედნიერებას უბედურება ფლეთს,
და გახვრეტილი ხურდის მაგვარი ვარ,
ეს სიყვარული სულ თან დამყვება მდევს,
დაფაზე მწერდი და ახლა მისმევ ჩვარს.

მის: შენ ლამაზ ბაღში ლამაზი ვაშლი ხარ
მე შენ მიგირთვი და ახლა ვკვდები მე. x2

ამასობაში შენ მისთხოვდები სხვას,
არ მოგასვენებს ჩვენი შიშველი დრო,
გაგახსენდება ჩვენი სახეში რტყმა,
და ასე უცბათ მასაც დაუწყებ ომს.

შენ ლამაზ ბაღში ლამაზი ვაშლი ხარ
მე შენ მიგირთვი და ახლა ვკვდები მე X2

მე ასე ვატყობ მე ასე ვატყობ თავს,
ცოლად მოვიყვან შენთან ნატარებ დროს,
ის მაინც იტყვის რომ სიყვარულის გვწამს,
მაგრამ არ მომცემს ნება დარჩება შორს.

შენ ლამაზ ბაღში ლამაზი ვაშლი ხარ
მე შენ მიგირთვი და ახლა ვკვდები მე X2

და მე მოხარშულ ნისლისფერ გზაზე ვარ,
შენ კიდევ ეძებ ვერ გიპოვია თავი,
სულის გამოჭრის ხასიათზე ვარ,
ჯერ არ ვყოფილვარ ასე ძაღლივით ავი.

შენ ლამაზ ბაღში ლამაზი ვაშლი ხარ
მე შენ მიგირთვი და ახლა ვკვდები მე X2.