ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რას იტყვიან ან იფიქრებენ ჩვენზე სხვები. ანუ, წარუმატებლობის იმდენად არ გვეშინია, რამდენად იმისი, თუ რას იტყვიან ასეთ შემთხვევაში ადამიანები ჩვენზე, რომ ისინი შეიძლება დაგვცინებენ, მასხრად აგვიგდებენ, ზურგს შეგვაქცევენ, იჭორავებენ და ამის გამო ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცევა.
და ამის გამო მთელი ცხოვრება დავდივართ ნიღაბაფარებულები, ვცდილობთ ყველას ისე მოვაჩვენოთ თავი როგორებადაც სურს გარემოცვას რომ გვიხილოს და ასე თანდათანობით ხდება ჩვენი რეალური შინაგანი სამყაროს დეგრადაცია და ისე წავალთ ამ ქვეყნიდან, რომ არასდროს აზრადაც არ მოგვივა სინამდვილეში რა უაზროდ გავფლანგეთ დრო. და ჩვენს საფლავებზე მოსული ახლობლები წაუქცევენ ღვინოს და დანანებით იტყვიან რომ ჩვენისთანა კარგი ადამიანები არ უნდა მიდიდოდნენ იმ ქვეყნად და ა.შ. მაგრამ ვერავინ მიხვდება რომ სინამდვილეში ეს არის არა ჩვენი, არამედ ჩვენი გენიალობის, ტალანტების, იმ ღვთიური ნიჭის და უნარების სასაფლაო, რომელთა შესახებ თავად ჩვენც არ გვქონდა წარმოდგენა, რომ ეს არის განუხორციელებელი იდეების, არდაწყებული ბიზნესის, არგადაღებული ფილმის, დაუწერელი წიგნის, აუხსნელი სიყვარულის, აუხდენელი ოცნებების სასაფლაო, იმ ოცნებების რომელსაც შემდეგში ვუღალატეთ და ეს იმიტომ რომ ჩვენ თავის დროს ვერ ან არ გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯი... იმიტომ რომ შეგვეშინდა წარუმატებლობის და ჩვენმა შიშმა სინამდვილეში მიგვიყვანა იქამდე, რის გამოც თავის დროზე ოცნებაზე უარი ვთქვით – იმედგაცრუებამდე და მარცხამდე...
http://mebonia.com
Facebook: https://www.facebook.com/pages/305379...