საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ანაკლიის „მომავლის ბანაკში“
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა შვილებმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ერთი კვირის განმავლობაში ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ დაისვენეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ბირთველიშვილი, საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ გადელია და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია ბანაკს ესტუმრნენ და იქ მყოფ მოზარდებს შეხვდნენ. ბანაკში დამსვენებელ მოზარდებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარეს. ბავშვებმა პატრულ-ინსპექტორებისგან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ინფორმაცია, სასარგებლო რჩევა და რეკომენდაცია მიიღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტში სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად მონაწილეობს და ბანაკში დამსვენებელ მოზარდთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივით, პატრულ-ინსპექტორები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილებს ბანაკის წლევანდელი სეზონის ყველა ნაკადის დამსვენებლებს ჩაუტარებენ. პროექტი „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში უკვე მეექვსე წელია არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
ქართული, V კლასი - საინფორმაციო შემეცნებითი ტექსტი #ტელესკოლ...
პირველი არხი #ტელესკოლა
ქართული, IV კლასი - საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის წაკითხვ...
პირველი არხი #ტელესკოლა
კლავიატურის ღილაკთა კომბინაციები
saintereso informacia
საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ დაი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ ზუგ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - ”ემეგობრე პოლიციას” ბორჯ...
Emergency Management Service
საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ გურ...
Emergency Management Service
„ემეგობრე პოლიციას“ - კამპანია რაჭაში გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster