მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 34. Netflix‘s The Witcher, სეზონი 2, მწარე მიმოხილვა

12/21/2021

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის\" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
------------------------------------------------------
17 დეკემბერს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, Netflix-მა, გამოუშვა ანჯეი საპკოვსკის წიგნებზე დაყრდნობით შექმნილი ამავე დასახელების სერიალის მეორე სეზონი. პროექტის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, კვლავ ლორენ შმიტ ჰისრიხია, ყველასთვის საყვარელი გმირის, გერალტ რივიელის როლში, კვლავ ჰენრი კევილი. სერიალს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოხმაურება მოყვა. განსაკუთრებით განსხვავდება ამ სამყაროს უკვე გაცნობილი, საპკოვსკის წიგნებისა და CDproject Red-ს უნიკალური თამაშების მოყვარულებისა და ახალბედების აზრი. ამ მოკლე პოდკასტში, ზოგადად მიმოვიხილე სერიალის ღირსება და ნაკლი; ორიოდე სიტყვით შევეხე საპკოვსკის შექმნილი სამყაროს კულტურულ საფუძვლებს, წიგნების გარემოსა და სიუჟეტს; ავტორის დამოკიდებულებას მისი ნაწარმოებების ადაპტაციასთან დაკავშირებით; Netflix-ს პოლიტიკას;  შევადარე მუსიკალური გაფორმება; ვახსენე ძველი, პოლონური სერიალი და მიხალ ზებროვსკის გერალტიც და რასაკვირველია, CDproject Red-ს როლი, გერალტ რივიელის სამყაროს წარმოჩენაში.
--------------------
\"Damn, You're Ugly.\"
გერალტი მონსტრის დანახვისას (Witcher 3); მე, netflix-ს სერიალის ნახვისას.
https://www.podbean.com/eau/pb-7bmey-...

ვიდეოები „მწარე პოდკასტი"-ისგან