ქართული ანბანური დამწერლობა – ქართული ანბანის რაინდი რამაზ პატარიძე

04/17/2022
კახაბერი-ის მიერ

/ levan.frangishvili  

რამაზ პატარიძე — აღმოსავლეთმცოდნე, ენათმეცნიერი, მკვლევარი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნე, ქართული ანბანის რაინდი. პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ პატარიძის შვილი, პავლე ინგოროყვას მოსწავლე.
სამწუხაროდ მისი შრომები მუდამ იბლოკებოდა საბჭოთა თუ თანამედროვე ანტიქართული ძალების მეცადინეობით.
64 წლის განმავლობაში იკვლევდა ქართული ანბანის საკითხებს. 1980 წელს სა­ბავ­შვო გა­მომ­ცე­ლო­ბა „ნა­კა­დულ­მა“ გა­მოს­ცა მისი წიგნი „ქართული ასომთავრული“, წიგნ­მა საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რის გვერ­დის ავლა მარ­ტი­ვად მო­ა­ხერ­ხა ვი­ნა­ი­დან ის სა­ბავ­შვო გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გამოსცა. ამის შე­დე­გად წიგ­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ნა­კა­დუ­ლის“ დი­რექ­ტო­რი არჩილ სულაკაური თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გაათავისუფლეს, ხოლო წიგ­ნის ავ­ტო­რი რა­მაზ პა­ტა­რი­ძე პრაქ­ტი­კუ­ლად ჩა­მო­აშორეს სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას. ბატონი რამაზი ვერ ეღირსა ქართველ მეცნიერთა მხრიდან მხარდაჭერას, მაგრამ მადლიერი მსოფლიო საზოგადოებრიობა არასდროს დაკარგავს მის უდიდეს
ღვაწლს კაცობრიობის წინაშე.
ქართველო მეცნიერებო: იქნებ მოიცილოთ შიშისა და შურის მოსასხამი და სათანადოდ შეაფასოთ დიდი თანამემამულის ღვაწლი.

ლევან ფრანგიშვილი.

ვიდეოები „კახაბერი"-ისგან