როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ
რჩევები რუჯის მოყვარულებს როგორ გავირუჯოთ დამწვრობის გარეშე? ზღვის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალურია რუჯის მიღება. უსაფრთხო რუჯის ცნება არ არსებობს, თუმცა, თუ მაინც გარუჯვას გადავწყვეტთ, დამწვრობისგან თავის დასაცავად, პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ კანის ფოტოტიპი. რა არის კანის ფოტოტიპი? კანის ფოტოტიპი განსაზღვრავს ჩვენს შეფერილობას. იგი დამოკიდებულია მასში პიგმენტ მელანინის რაოდენობაზე. მელანინი განსაზღვრავს კანის კონსტიტუციურ ფერს (თეთრი, ყავისფერი ან შავი) ამერიკელი დერმატოლოგი თომას ფიცპატრიკის მიხედვით, მზის სხივების მიმართ კანის მგრძნობელობის 6 ტიპია. ეს სკალა განსაზღვრავს თუ ვინაა მზის დამწვრობის რისკის ქვეშ. პირველი ტიპის კანი - ღია თეთრია, ლურჯი/მწვანე თვალებით და ქერა/წითური თმებით. მზეზე ვითარდება დამწვრობა და არასოდეს ირუჯება. მეორე ტიპი თეთრი კანით და ცისფერი თვალებით, ადვილად იწვება და ცუდად ირუჯება. მესამე ტიპის კანი- ღია ფერისაა, ყავისფერი თვალებით და ყავისფერი თმით და მხოლოდ დამწვრობის შემდეგ იღებს რუჯს. პირებს, რომელთაც პირველი 3 ტიპის კანი აქვთ აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები მაღალი SPF-ით! SPF- არის მზისგან დამცავი ფაქტორი. რაც უფრო მეტია მისი რიცხვითი მნიშვნელობა, მით მეტია მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის პერიოდი. მეოთხე ტიპი- ესაა ღია ყავისფერი კანი, მუქი თვალებით და თმით, ადვილად ირუჯება და მინიმალურად იწვება. მეხუთე ფოტოტიპი- ყავისფერი კანით, ადვილად ირუჯება მუქად და იშვიათად იღებს დამწვრობას. მეექვსე ტიპი მუქი ყავისფერი ან შავი კანით, შავი ან მუქი თმით არასოდეს იწვება. ამ სკალის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ თქვენი კანის ფოტოტიპი და განვსაზღვროთ დამწვრობის საშიშროება. რჩევები კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არ გაირუჯოთ დილის 11:00 დან 17: 00 საათამდე შეარჩიეთ მზისგან დამცავი საშუალებები რომლებიც ეფექტური იქნება როგორც ულტრაიისფერი A ასევე B სხივების მიმართ, გამოიყენეთ მზეზე გასვლამდე 20-30 წუთით ადრე და განაახლეთ ყოველ 2 საათში. თუ ზღვაზე ან აუზზე ცურავთ იგი უნდა იყოს წყალგამძლე. არ დაგავიწყდეთ მზისგან დავიცვათ თმა და ტუჩებიც შეარჩიეთ მზისგან დამცავი სათვალე, გამოიყენეთ მჭიდროდ ნაქსოვი ფართე კიდეებიანი ქუდი. https://kirurgia.ge/
კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი-ის სხვა ვიდეოები
რადიაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ სოკურა...
29:58
თანამედროვე ექოსკოპია - მედიცინის დოქტორი ელენე შა...
26:47
ტკივილი გულის არეში - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ...
02:08
1946 წელი ,კონსტანტინე ერისთავის ქირურგიის ეროვნულ...
00:59
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი აქცია მ...
24:08
”ექიმის რჩევა” - ორსულობის მართვა, მეან-გინეკოლოგი...
00:36
უპრეცედენტო აქციები, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფ...
31:10
ანემიები და მასთან დაკავშირებული ჩივილები - სისხლი...
მსგავსი ვიდეოები
როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ
TV IMEDI
როგორ გავირუჯოთ სწრაფად
mari chorchaneli
როგორ ვიფუჭებთ დღეს ერთ საკითხში წარუმატებლობის გამო და სიცი...
Kote Todua
ნინი ქარსელაძე / გამოხმაურება
Blits Dental - Kakhaber Kharebava Clinic
ქირურგია / კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა
Blits Dental - Kakhaber Kharebava Clinic
მიკროსკოპის როლი ენდოდონტიაში - კახაბერ ხარებავას კლინიკა
Blits Dental - Kakhaber Kharebava Clinic
კახაბერ ხარებავას კლინიკა - Kakhaber kharebava clinic
Blits Dental - Kakhaber Kharebava Clinic
აჩიკო მეფარიძე / გამოხმაურება
Blits Dental - Kakhaber Kharebava Clinic