ხინკალი | 50K Subscriber special

07/18/2021

📣 კეთილი იყოს თქვენი თვალი შეფ ქეივის უნიკალურ ეპიზოდში!
🥳 50 000 გამომწერის აღსანიშნად, შეფ ლუკასა და ლევანის დაპირებულ ხინკლის ვიდეოს გიზიარებთ!
დღეს, ჩვენს არხებზე არა მხოლოდ გემრიელი კერძის რეცეპტის დღეა, არამედ რიტუალური ტრადიციისა და ეროვნული იდენტობისაც! 💪

გამოგვყევი:
instagram: https://www.instagram.com/chef.cave/
facebook: https://www.facebook.com/chef.cave
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​


#50kspecial #ხინკალი​​​​​ #შეფლუკა​​​​​ #შეფლევანი​​​​

---------------------------------------------------------------

მზად ხარ ეროვნული კერძის დასამზადებლად? 😊

დავიწყოთ ცომის მოზელვით, რომელიც ორი სახისსაა: თეთრი და ცეხვილის.
თეთრ ფქვილს ვამატებთ: მარილს, წყალს და ცოტა ძმარს.
ცეხვილს კი ვამატებთ მხოლოდ მარტო წყალს.

ხახვი დავჭრათ წვრილად და გადავიდეთ ხორცის დამუშავებაზე.
ბატკნის ხორცი დავკეპოთ, დავუმატოთ ცოტა საქონლის ხორცი, ხახვი, კვლიავი და დაღერღილი წიწაკა.
შემდეგ, ღორის ხორცი გამოვატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში.
საქონლის ხორციც გამოვატაროთ საკეპ მანქანაში და ამის შემდეგ გადავურიოთ მიღებული ფარშები ერთმანეთს.

სუნელები დავფქვათ : კვლიავი , ძირა და დაღერღილი წიწაკა.
მწვანილები: ქინძი და ოხრახუში.
ვაკეთებთ ასევე ნიორ წყალს...

მაშ ასე.. ვაკეთებთ სამი სახეობის ხინკალს:
• ღორის
• საქონლის და ცხვრის შერეული
• საქონლის და ღორის შერეული
მიღებული ფარშები გადავურიოთ ერთმანეთში -
• ღორის ფარში გადავურიოთ საქონლის ფარშში, დავუმატოთ ხახვი, ძირა და დაღერღილი წიწაკა.. ბოლოს კი - წყალი და და მარილი.
• მეორე ხინკლისთვის:. ღორის ფარშს ვამატებთ დაღერღილ წიწაკას, მარილს და ხახვს.

ცომს რაც შეეხება: დავასვენოთ 30 წუთით და შემდეგ გადავიდეთ გაბრტყელებზე.
შემდეგ კი შეგვიძლია შეხვევაც დავიწყოთ.
შემდეგ, გაზქურაზე დავადგათ წყალი, ჩავყაროთ მარილი და მაღალ ცეცხლზე ავადუღოთ.

გადავიდეთ მოხარშვაზე. ხინკლის მოხარშვას დაახლოებით ჭირდება 8 წუთი.
გაითვალისწინეთ, რომ ხინკლის ამოღების დროს აუცილებელია ზემოდან ადუღებულ წყალს დავასხათ ცივი წყალი რათა ხინკალი არ გაგვისკდეს ამოღების დროს.
სულ ესაა!