საქართველოს, საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა ''მიგრაციის მარშრუტები''
მიგრაცია და განვითარება
გამოქვეყნებულია: 2016-04-12, 18:10
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიგრაციისა და განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ სამუშაო ჯგუფში ჩართული უწყებები.
გადაცემაში განხილული საკითხები, ემიგრანტების მიერ გამოთქმული წინადადებები, რადიომსმენელს საშუალებას მისცემს შეაფასოს ამ უწყებათა მიერ ერთობლივად, კომპლექსურად საკითხთა განხილვისა და შესრულების მნიშვნელობა, დაინახოს დიასპორის, როგორც ზოგადი ფენომენის არსი;
ყურადღება გამახვილდება იმ ძირითად ღონისძიებებზე, სამუშაო ფორმატებსა და მიმართულებებზე, რომლის ირგვლივაც აპარატი ახორციელებს დიასპორასთან მიმართებით თავის საქმიანობას; გადაცემაში ისაუბრებენ ახალ პროგრამებსა და პროექტებზე დიასპორის პოტენციალის სამშობლოში მოსაზიდად.
საყურადღებოა აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ახალი პროგრამები და პროექტები, რომლებიც ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება და მიგრაციისა და განვითარების საკითხებს მოიცავს.
სტუმრები: თემურ ტარტარაშვილი - დაგეგმვისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
Skype ჩართვით: მარინა გელოვანი - ათენიდან; მარიამ ჭუმბურიძე - იტალიიდან.
წამყვანი: ია მახარაძე.