საქართველოს როლი ავღანეთიდან მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესში

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას, პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, ავღანეთში განვითარებულ მოვლენებსა და ქაბულიდან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესზე ისაუბრა. ამ კუთხით, ნულანდმა აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან როლს ქაბულში დარჩენილი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების საკუთარ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების პროცესში. ამასთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, აღნიშნულ ქვეყნებს შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, მათ შორის არის საქართველო. მისივე თქმით, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას განაგრძობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები