პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია

მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 300 პროკურორი თბილისშია. საქართველო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას პირველად მასპინძლობს. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა 2008 წლის ომის და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების საერთაშორისო გამოძიებაა. კონფერენციის სტუმრებს შორის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელიცაა. ომის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების გარდა სესიის მონაწილეები პროკურატურაში გატარებულ რეფორმებზე და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრებენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები