ბათუმის სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულებულია

26.02.2020 00:40

ახალი ფოტოები ბათუმის მშენებარე სტადიონიდან: ბათუმის სტადიონი - გარე განათების მონტაჟი დასრულებულია ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა. ამჟამად, განათება სატესტო რეჟიმშია და დეტალურ შემოწმებას გადის, შესაბამის ფოტოებს კი შპს “სტადიონი” ავრცელებს. http://bit.ly/2JIHHvn განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს. http://bit.ly/2JIHHvn განათების პანელი დამზადებულია ალუმინისაგან და გარსს პოლიკარბონატი წარმოადგენს. კონსტრუქცია გარემო პირობების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია. უშუალოდ ნათება დიოდურია და მაღალი ეკონომიურობით გამოირჩევა. http://bit.ly/2JIHHvn

გაზიარება: