პლატონი – თანამედროვე ლიტერატურის მამა | ლევან ბერძენიშვილი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „ჟანრი“ გთავაზობთ საუბარს თანამედროვე ლიტერატურის წარმოშობაზე. ესაა ლიტერატურა, რომელიც პირველად ლაპარაკობს თავის თანამედროვეობაზე. ის ლიტერატურა დაიბადა განმანათლებლობის დროს. აქ შეგვეძლო უამრავი ხალხი გვეხსენებინა გალილეიდან დაწყებული სპინოზათი დამთავრებული. ის, რაც იყო ანტიკურობისთვის პლატონი, თანამედროვეობისთვის არის იმანუილ კანტი. თანამედროვე სამყარო შექმნა კაცმა, რომელიც თითქმის არ გასულა თავისი პატარა ქალაქიდან, არ იცნობდა მსოფლიოს, მაგრამ ყველაზე უკეთ გვიცნობდა ჩვენ, ადამიანებს. რატომ ჩათვალა პლატონმა, რომ უმწიფრობაში დარჩენა ჩვენი ბრალია, მაგრამ ჩვენ იქიდან გამოსვლა შეგვიძლია, თუ ლაჩრები და ზარმაცები არ ვიქნებით; რატომ დაუკავშირა პლატონმა განათლება ვაჟკაცობას, რატომ გვიბიძგებდა, რომ გამოვსულიყავით კომფორტის ზონიდან, რატომ გვათქმევინებდა უარს მეურვეებზე და რატომ დაგვიტოვა ანდერძად sapere aude („გაბედე აზროვნება“), რა განსხვავებაა გონების კერძო და საჯარო მოხმარებას შორის, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მსგავსი ვიდეოები