Shavshuri simgera "mai lamazi babuchebi vin mogitanao." resursi dawyebiti safexuri.

04/27/2020
Elene Khutsishvili-ის მიერ

ვინ მოგიტანაო...
ვოი, მაი ლამაზი ბაბუჩები ვინ მოგიტანაო,
ვოი, მაი ლამაზი ბაბუჩები ვინ მოგიტანა,
ვოი, ჩემმა ჯანამ, ჩემმა კაკამ, მან მომიტანა,
ვოი, მაი ლამაზი ბლეზუგები, ვინ მოგიტანა,
ვოი, მაი ლამაზი ბლეზუგები, ვინ მოგიტანა,
ვოი, ჩემმა ჯანამ საყვარელმა, მან მომიტანა,
ვოი, მაი ლამაზი ფაშალია, ვინ მოგიტანა,
ვოი, მაი ლამაზი ფაშალია, ვინ მოგიტანა,
ვოი, ჩემმა ჯანამ საყვარელმა, მან მომიტანა,
ვოი, მაი აბრეშუმის საკაბე, ვინ მოგიტანა,
ვოი, მაი აბრეშუმის საკაბე, ვინ მოგიტანა,
ვოი, ჩემმა ჯანამ, ჩემმა კაკამ, მან მომიტანა,
ვოი, ყურზე საყურე გკიდია, ვინ მოგიტანა,
ვოი, ყურზე საყურე გკიდია, ვინ მოგიტანა,
ვოი, ჩემმა ჯანამ საყვარელმა, მან მომიტანა,
ვოი, თითზე ბეჭედი რომ გაქვა, ვინ მოგიტანა,
ვოი, თითზე ბეჭედი რომ გაქვა, ვინ მოგიტანა,
ვოი, ჩემმა ჯანამ, ჩემმა კაკამ, მან მომიტანა ვოი.

ვიდეოს მიმდინარეობისას შეგიძლიათ მოკლედ მოუყვეთ ბავშვებს შავშეთის შესახებ.
იმედია გამოგადგებათ. ჩემს პატარებს ძალიან მოეწონათ.
სასწავლო რესურსი მუსიკის მასწავლებლებისთვის 1-2-3-4-5-6 კლასი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის. თემა- მოსასმენი მასალა სიმღერა \"მაი ლამაზი ბაბუჩები” ვიდეოში ასევე მოცემულია შავშეთის ბუნება... დართული აქვს შემეცნებითი წარწერები და შეკითხვები მოსწავლეებისთვის რომელსაც ვიდეოს ყურებისას უნდა გასცენ პასუხი, პარალელურად მოისმენენ სიმღერას და დაიმახსოვრებენ მელოდიას. ვიდეო ავითარებს მოსწავლეებში წარმოსახვის, კონცენტრაციის, ასოციაციური კავშირების პოვნის, მსჯელობის, შეფასების, საკუთარი დამოკიდებულების გააზრების და ა.შ. უნარებს.
დაწყებითი საფეხურის კლასის სასწავლო რესურსი მუსიკის მასწავლებლისთვის. შესაძლებელია გამოიყენოთ 1-2-3-4-5-6 კლასებშიც.
saswavlo resursi musikis maswavleblistvis- dawyebiti safexuri 1-2-3-4-5-6 klasebi!. Tema- mosasmeni masala, Shavshuri simgera \"mai lamazi babuchebi vin mogitanao\"
ვიდეო შედგენილია 1 კლასის მუსიკის წიგნის მიხედვით; გამომცემლობა \"წყაროსთვალი\" http://tskarostvali.ge/?fbclid=IwAR2x...