1

11/20/2024

სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაცია და დონორების მოზიდვა/შენარჩუნება ნებაყოფლობითი დონორების რიცხვის გასაზრდელად - ეს საქართველოს პირველ არხზე გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის“ ფარგლებში, შეხვედრა ორგანიზაცია „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ინიციატივით პირველი არხის თანამშრომლებთან შედგა. ხაზი გაესვა სისხლის დონაციის მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა იმ რისკებზე, რაც ფულადი დაინტერესების სანაცვლოდ გაცემულ სისხლს შეიძლება ახლდეს თან. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხეს. საქართველოში ევროდირექტივების შესაბამისად 2025 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც სისიხლის დონაცია მხოლოდ ნებაყოფლობითი იქნება და დაეფუძნება უანგარობის პრინციპს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.