საკონსტიტუციო ცვლილებები - „ქართული ოცნების“ ინიციატივა

მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეთავაზებამ ოპოზიციის პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა. „ქართული ოცნება“ მზადაა, პირველი მოსმენით მიღებული და შეჩერებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცოს არა უგვიანეს ერთ თვეში მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. პროექტის მიღების შემთხვევაში კი ქვეყანაში 2024 წლის და ყოველი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები არა მხოლოდ სრულად პროპორციული სისტემით, არამედ 2%-იანი ბარიერითაც ჩატარდება. პოლიტიკური ვაჭრობა - ასე ფასდება ოპონენტების მხრიდან ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება. ამ ცვლილებების მიღებას მმართველი გუნდი ყოველთვის საკუთარ პოლიტიკურ ნებად აცხადებდა და მისი ამოქმედების მთავარ პირობად პოლარიზების შემცირებას ასახელებდა. დეპოლარიზებისთვის საუკეთესო წინაპირობად კი „ქართული ოცნება“ სწორედ ევროკავშირის კანდიდატობას მიიჩნევს. თუმცა ოპოზიცია ხელისუფლებას ახსენებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მათი არა პოლიტიკური ნება, არამედ ვალდებულებაა, რომელიც მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ შარლ მიშელის შეთანხმებით აიღო.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები