49

აღზრდის პოდკასტში ზრდასრულთა და ბავშვთა ფსიქიატრ ქეთევან სილაგაძეს ვმასპინძლობთ – რომელთან ერთადაც განვიხილავთ თემას: „ეკრანდამოკიდებულების გამოწვევები: მიზეზები, რისკები და გადაჭრის გზები". როგორ ვამჩნევთ, რომ ბავშვი ეკრანზე დამოკიდებული ხდება? როგორ ამოვიცნოთ ადრეული ეკრანდამოკიდებულება და როგორ დავიცვათ ბალანსი ტექნოლოგიასა და ბავშვის საჭიროებებს შორის? ✨ ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ეკრანდამოკიდებულების ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე მის გავლენაზე, მშობლების პასუხისმგებლობაზე და იმ გზებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკრანებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. გაიგებთ, როგორ გადავაქციოთ ტექნოლოგია საშუალებად და არა მიზნად — ისე, რომ ბავშვებმა შეინარჩუნონ ყურადღება, ემოციური წონასწორობა და რეალურ სამყაროსთან კავშირი. ეპიზოდის პარტნიორი - ჯპს აფთიაქი - GPC Pharmacy 0:00:00 - 0:19:35 - ეკრანდამოკიდებულება, გამოწვევები და პრობლემის არსი 0:19:36 - 0:39:28 - ეკრანდამოკიდებულების რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდები, გამომწვევი მიზეზები და გარემოებები 0:39:29 - 0:51:00 - კავშირი ბავშვის ქცევასა და თამაშების არს, იდეას შორის. 0:51:01 - 1:01:14 - მიდგომები, მექანიზმები და დაკვირვებები ეკრანდომოკიდებულების პრობლემაზე 1:01:15 - ეკრანდამოკიდებულების, როგორც პრობლემის სისტემური ხედვა

გაზიარება: