შუადღე "ერთსულოვნებაზე" - ახალგაზრდა პარლამენტარები

09.07.2014 23:05

/ georgianyouthparliament   დღეს, 9 ივლისს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სოციალურ-საგანმანათლებლო პრობლემატიკის შემსწავლელი საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები: გრიგოლ კალანდაძე, ნინო ბუაძე და თორნიკე ცირამუა ტელეკომპანია ერთსულოვნების შუა დღის გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ, სადაც ისაუბრეს მიმდინარე პროექტზე „ერთი წიგნის კამპანია", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, ასევე საუბარი შეეხო იმ გეგმებს, რომელსაც ახალგაზრდული პარლამენტი უახლოეს მომავალში განახორციელებს.

გაზიარება: