ინგრედიენტები ცომისთვის:
--5 კვერცხი
--1ჭ.შაქარი
--1ჩ.კ.სოდა
--1ჭ.ფქვილი
--100გრ.კაკაოს ფხვნილი
--1ჭ.კეფირი
ინგრედიენტები კრემისთვის:
--0, 5ლ.არაჟანი
--1ჭ.შაქარი
--3შეკვრა ჟელე
კრემში შესარევად:2 ბანანი, 2კივი და ფორთოხალი.(ხილი სურვილისამებრ შეგვიძლია შევცვალოთ)
100გრ.შოკოლადის ფილა მინანქრისთვის.
მომზადების წესი:
1)ცომი ძალიან ადვილი მოსამზადებელია:კვერცხი და შაქარი მხოლოდ ავურიოთ.ცალკე ჯამზე ავურიოთ გაცრილი ფქვილი კაკაო და სოდა, ძმარი არ უნდა.დავასხათ კეფირი, მოვურიოთ და შევაერთოთ ყველაფერი და მოვურიოთ კარგად.მიიღება სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.თუ ცოტა თხელია, დავუმატოთ ცოტა ფქვილი.
2)ცომი გავყოთ 2 ნაწილად და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ.მერე გავაგრილოთ და თითოეული ბისკვიტი გავყოთ შუაზე.2 ფენა შევინახოთ და 2კი--დავამტვრიოთ კრემში შესარევათ.
3)ახლა გავამზადოთ კრემი:
ცხიმიანი არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად.ცალკე ჟელატინს დავასხათ ცხელი წყალი იმდენი რომ დაიფაროს, რომ გადნება შევაგრილოთ და ნელნელა შევურიოთ ათქვეფილ არაჟანს.
4)გავასუფთაოდ და დავჭრათ ბანანი, კივი და ფორთოხალი პატარა კუბიკებად.ეს ხილი და ნამცხვრის ფენების ნამტვრევები შევურიოთ ჟელეიან კრემში.კარგია თუ გვაქვს ყაყაჩოს თესლი და ცოტას დავამატებთ კრემს.
5)ავიღოთ გამოსაცხობი ფორმა და ძირში მოვათავსოთ ბისკვიტის 1 ფენა, შემდეგ კრემი ხილით და ნამცხვრის ნამტვრევებით, რომელსაც მოვაწყობთ გვირილას
ყვავილივით დაჭრილ ბისკვიტს და გვირილას ფოთლებს გავალამაზებთ ნათელი ფერის ხილის ჟელეთი ან შოკოლადის მინანქრით.1 საათი
შევდგათ მაცივარში, რომ კარგად მიიღოს კრემი