კონგრესმენის მიმართვა ამერიკის პრეზიდენტს


კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს. წერილში კონგრესმენი აღნიშნავს, რომ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერმაკის რუსეთთან საეჭვო კავშირებზე ეჭვი არსებობს.

კონგრესმენის თქმით, კონგრესს სასწრაფოდ სჭირდება ინფორმაცია ერმაკის შესახებ, რომ გავრცელებული ბრალდებები დაადასტუროს ან უარყოს.
„ვინაიდან პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან ბევრს მუშაობს ჩვენს ქვეყანასთან და დასავლეთთან იმისთვის, რომ ალიანსები დაამყაროს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მივაწოდოთ მას ინფორმაცია, მის გარემოცვაში მყოფ მნიშვნელოვან ადამიანებთან დაკავშირებით, - ნათქვამია კონგრესმენის წერილში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან