პრემიერ-მინისტრის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული პერსპექტივა საქართველომ დამსახურებულად მიიღო. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, პრემიერი აღნიშნავს, რომ ქვეყანა დათქმულ ვადებში საჭირო რეფორმებს გაატარებს და იმედს გამოთქვამს, რომ კანდიდატის სტატუსსაც მალევე მიიღებს. მისი თქმით, ამისთვის მშვიდ ვითარებაში დისკუსიაა საჭირო და იმედს გამოთქვამს, რომ ოპონენტების მხრიდან ამის შესაძლებლობა იქნება. ბრიფინგის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები