ეს არ მაპატიეს და იმ წამიდან გავხდი მათი მტერი - ქეთი დოლიძე

10/14/2020
MULTIMEDIA GE-ის მიერ

თეატრისა და კინოს რეჟისორმა ქეთი დოლიძემ  რადიო \"ჯორჯიან თაიმსი\"-ს გადაცემა \"დროულ დიალოგში\" სტუმრობისას, გაიხსენა ამბავი, რომლის შემდეგაც, მისი თქმით, ის მიხეილ სააკაშვილისთვის მტრად იქცა.

საკითხი ეხება მისი მამის სახლს, რომელიც ჯერ კიდევ 90 იანი წლების ბოლოს, თაღლითური გზით სხვა პიროვნებამ ჩაიგდო ხელში და სასამართლო დავები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

ქეთი დოლიძის თქმით, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, სადაც ის გურანდა გაბუნიასთან და კიდევ რამდენიმე მსახიობთან ერთად მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა რურუას შეხვდა, გურანდა გაბუნიამ მათ შეახსენა სიკო დოლიძის სახლის პრობლემის შესახებ, რაზეც, მიხეილ სააკაშვილმა დავალება მისცა ნიკა რურუას, რომ ეს საკითხი დაყოვნებლივ გადაწყვეტილიყო.

ქეთი დოლიძის მონაყოლით, ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მას პირადად დაურეკა ნიკა რურუამ და უთხრა, რომ მიუტანდნენ 25 ათას დოლარს ნაღდი ფულის სახით, მას ეს თანხა ბანკში უნდა შეეტანა და ბინა დაეხსნა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა,რომლის შემდეგაც, მიხეილ სააკაშვილისთვის ის იქცა მტრად, რადგან ფულით ვერ მოახერხეს მისი \"დაბმა\", ამბობს ქეთი დოლიძე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან