შს მინისტრი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შს მინისტრს შეხვდა

04/03/2016
Giorgi Mgebrishvili-ის მიერ

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ქალაქ დიუსელდორფში გიორგი მღებრიშვილს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის სახელმწიფო მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარდ ნებემ უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, იგი მიესალმება ქართული მხარის შეთავაზებას ინფორმაციის გაცვლისა და კონკრეტული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. „ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ბევრი გააკეთეთ საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. დარწმუნებული ვარ, გერმანიაშიც წარმატებით და ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილთან საუბრისას ბერნარდ ნებემ.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:
http://goo.gl/u8i54Z

ვიდეოები „Giorgi Mgebrishvili"-ისგან