ჯობსი-გეიტსის წარმატების პრინციპების პრეზენტაცია | WWW.SEPIA.GE

19.01.2016 03:48

2015 წლის 24 დეკემბერს, კინოთეატრ CINEMA CITY-ში გაიმართა სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის 2007 წლის ერთობლივი ინტერვიუს საცდელი პრეზენტაცია. ინტერვიუ ქართულად ითარგმნა და გახმოვანდა სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) მიერ. ამ ადამიანებმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს არა მარტო კომპიუტერული ინდუსტრიის, არამედ უამრავი სხვა ბიზნესის განვითარებაში. არავინ იცის, მათ გარეშე, განვითარდებოდა თუ არა მუსიკალური და კინო ინდუსტრია, განიკურნებოდა თუ არა უამრავი დაავადება, იარსებებდა თუ არა საერთოდ ინტერნეტი, Facebook-ი და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ათასობით სხვა ბიზნესი. ინტერვიუ წარმოადგენს ისტორიულ ჩანაწერს, რადგან მასში, ყველა დროის ორი ყველაზეწარმატებული ადამიანი გვაძლევს წარმატებასთან დაკავშირებულ რჩევებს APPLE-ისა და MICROSOFT-ის მაგალითზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და SEPIA-ს პარტნიორის, საქართველოს ბიზნესის აკადემიის (SBA) წარმატებული სტუდენტები. „ინტერვიუს ახლავს ქართული სუბ-ტიტრები, რაც სტივისა და ბილის რჩევებს ხელმისაწვდომს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ - განაცხადა პროექტის მენეჯერმა, ლაშა ნადირაშვილმა. პროექტზე მუშაობდნენ: ლაშა ნადირაშვილი / Lasha Nadirashvili; ლაშა ცაგარეიშვილი / Lasha Tsagareishvili პაატა ცაგარეიშვილი / Paata Tsagareishvili რესპოდენტები: ნათია ციხელიშვილი / Natia Cixelishvili ქეთი ჩხიკვაძე / Keti Chxikvadze თათია ჩოხელი / Tatia Choxeli სოსო მამნიაშვილი / Soso Mamniashvili ლევან მანიაშვილი / Levan mamniashvili საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA : http://sba.edu.ge/ სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია - SEPISA: http://sepiango.org/

გაზიარება: