მილტონიოფსისის (მილტონიას) რეანიმაცია ,,უკვდავების წყლის" კოქტეილით. (ნაბიჯი #2). მინი ექსკურსი

04/01/2019
Lela Chitashvili-ის მიერ

30 მარტს გადავრგე მილტონიოფსისი (მილტონია), რომელიც დაავადებულია ბაქტერიოზით და ასევევე გრუნტში ერთ უჯრედიანი პარაზიტი სოკოებიც იყო გამრავლებული. დავამუშავე და რეანიმაციის მეორე ნაბიჯი უკვე არის სწორი მორწყვა და სწორად შერჩეული პრეპარატებით დახმარება. ჭირდება ისეთი პრეპარატები, რომლებიც: ა) გადარგვის შედეგად მიღებული სტრესის დაძლევაში დაეხმარება. ბ) რადგან ახალი შეძენილი მაქვს, ახალ ადგილთან შეგუების პროცესის იოლად გადალახვაში ხელს შეუწყობს. გ) ფესვებში არსებული ერთუჯრედიანი პარაზიტი სოკოების მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებაში და ბრძოლაში დაეხმარება. დ) ბაქტერიოზის წინააღმდეგ პრეპარატი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პრეპარატი, რომელშიც შედის სპილენძი. ე) და რაც ყველაზე მნიშნელოვანია, მცენარემ პირველ რიგში უნდა აღიდგინოს ემუნიტეტი, რაც ნივთიერებათა ცვლაზეა დამოკიდებული. ხოლო ნივთიერებათა ცვლა დამოკიდებულია გარემო პირობებთან: განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ჰაერში, სწორი მორწყვა.
გადარგვიდან მეორე დღეს კოქტეილით მოვრწყე სარეანიმაციო მილტიონიოფსისი. კოქტეილის მომზადების დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია პრეპარატები რამდენად ეთვისებიან ერთმანეთს. ამ შეთვისებასთან დაკავშირებით ვსაუბრობ ვიდეოში :    • ვიტამინები, სასუქები და პრეპარატები ო...  
ხოლო სარეანიმაციო მილტონიას (მილტონიოფსისის) გადარგვა და დამუშავება აქ შეგიძლიათ ნახოთ:    • ორქიდეა მილტონიას რეანიმაცია, რომელსა...  

ასევე შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ფეისბუქ ჯგუფში:   / orqideismovladamatimetodebi  
ნებისმიერი ყვავილის მოვლის შესახებ სტატიებს გაეცნობით ამ საიტზე: https://yvavilebismovla.ge/

ყვავილების მოვლისთვის ყველა საჭირო პრეპარატი მაია მაიკოს აქვს და შეგიძლიათ მიწეროთ:   / maia.eliozashvili

ვიდეოები „Lela Chitashvili"-ისგან