კახა კუხიანიძე - ალერსი მინდა /Kakha Kukhianidze - Alersi Minda

09/11/2014
Kakha Kukhianidze-ის მიერ

Single
Year: 2014
Composer:G.Kukhianidze
Lyricist:N.Tsintsadze
©℗ GMI Rights Management
Spotify: https://open.spotify.com/artist/5l1cw...
iTunes: https://music.apple.com/us/artist/kak...

----------------------------------------------------------
ნუთუ მართლა გენატრება ჩემი დანახვა
მოლოდინის მოწყენილი წამი დამთავრდა
ძველებურად ამღერდები ჩემში ამაღამ
და წარსულის მოგონებებს ფიქრებს გავატან.
კოცონს ალი ემატება შენით გამთბარა
ცეცხლი ზღაპარს მოგვიყვება ჩვენთვის მღერიან
ყველაფერი გამახსენა ახლა ზამთარმა.
საალერსოდ რომ მომიხმობს შენი თმებია.
მისამღერი:
მე ძველებურად ალერსი მინდა
ეს ღამეც გავიდა
წარსული დავივიწყე ფიქრით რომ ცრიდა
აღარ იქნება ლოდინი ვიცი
დღეს დარდი გამიქრა
იცოდე რომ ღიმილი მე კვლავ გამითბა.
მომიყევი მარტოობამ როგორ გატარა
მომეფერე სანამ ზამთრის ღამე გადავა
გაზაფხულმა უღრუბლებო დილა მახარა
არ დამტოვებს მარტო შენი კოცნის ამარა.
მე ძველებურად მომენატრება ის ნაწვიმარი ცა
წარსული დავივიწყე ფიქრით რომ ცრიდა
აღარ იქნება ლოდინი ვიცი
დღეს დარდი გამიქრა
იცოდე რომ ღიმილი მე კვლავ გამითბა.