საქართველო-უკრაინა პირველ არხზე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დღეს უკრაინასთან მატჩით იწყებს. ნაკრებებს ერთმანეთთან შვიდმატჩიანი ისტორია აქვთ, აქედან ორი იყო ოფიციალური შეხვედრა. ორივე გადამწყვეტი მნიშვნელობის: 2011 წლის ევრობასკეტზე უკრაინასთან მოგებით, „ჯვაროსნები“ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი პირიქით – სწორედ უკრაინასთან წაგება გახდა საქართველოს ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის მიზეზი. დღევანდელი შეხვედრა 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები