#4 (38) - ყოფილი იპოდრომი: ბრძოლა პარკის შენარჩუნებისთვის

08/02/2024
WECF Georgia-ის მიერ

„ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს.

პოდკასტის ახალი სერიის მეოთხე ეპიზოდში არქიტექტორი, დიზაინერი და მოძრაობა \"იპოდრომი - უბეტონო მხარეს\" დამფუნებელი ელენე ცერცვაძე საუბრობს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვითნაბადი რეკრეაციული სივრცის, ყოფილი იპოდრომის, მნიშვნელობაზე და მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლაზე.

შინაარსი:

00:00:41 - 00:05:05 - ძველი იპოდრომის პარკის მნიშვნელობა და ფუნქცია ქალაქის ცხოვრებაში
00:05:06 - 00:08:43 - როგორ დაიწყო პროტესტი იპოდრომისთვის
00:08:45 - 00:11:01 - რას გულისხმობს იპოდრომის განახლების პროექტი
00:11:03 - 00:14:45 - ვინ არის იპოდრომის ახლანდელი მფლობელი და რას გეგმავს სამომავლოდ
00:14:48 - 00:18:08 - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა და სამართლებრივი ასპექტები
00:18:11 - 00:20:33 - რა ტიპის უკმაყოფილება არსებობს პროექტის ირგვლივ
00:20:36 - 00:22:06 - სარჩელი და მისი დეტალები
00:22:08 - 00:27:40 - მოლაპარაკებების დაწყების მცდელობები და არგუმენტები მოსახლეობის მხრიდან
00:27:43 - 00:30:59 - მიმდინარე პროცესები: სასამართლო დავა და პროტესტი
00:31:02 - 00:35:37 - ზონალური სტატუსის ცვლილება და კიდევ უფრო მასშტაბური მშენებლობის ანონსი
00:35:41 - 00:39:10 - მოსახლეობის საჭირობებისა და აზრის მოკვლევა
00:39:13 - 00:40:32 - ღონისძიებები იპოდრომის გადასარჩენად
00:40:34 - 00:42:51 - სხვა ჯგუფებისა და აქტივისტების მხარდაჭერის შესახებ
00:42:53 - 00:45:00 - მედიის მხარდაჭერის შესახებ
00:45:02 - 00:51:05 - რუსული კანონის და არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გავლენა პროტესტზე

პოდკასტების სერია შექმნილია „ქალები საერთო მომავლისთვის (⁠⁠⁠⁠⁠WECF Georgia⁠⁠⁠⁠⁠) - საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ოფისის (⁠⁠⁠⁠⁠WECF International⁠⁠⁠⁠⁠) მხარდაჭერით.