ნაწილი I - ვაშინგტონი, სანტიაგო დე ჩილე, მოსკოვი, თბილისი
რუსეთის კოლონიური პოლიტიკა ფეოდალურ საქართველოში იწყება და დღემდე გრძელდება. საუკუნეების მანძილზე რუსეთმა მრავალჯერ იცვალა ფერი. რუსეთის იმპერიის რეაქციულ ბატონობას წერტილი დაუსვა რევოლუციამ, ამ ბრძოლაში, საქართველო, თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის მაგალითს აძლევდა სხვა ხალხებს. საბჭოთა სოციალიზმის პირობებში უთანსწორობა არ გამქრალა. ამ დროს საბჭოთა ბიუროკრატია ჩამოყალიბდა ექსპლუატატორ კლასად. სწორედ ამ კლასმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. რუსეთმა კიდევ ერთხელ შეიცვალა ფერი. ამერიკელი ეკონომისტი, ჯეფრი საქსი, რომელიც გორბაჩოვის და ელცინის მთავრობებთან თანამშრომლობდა, მიიჩნევს, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე უფრო ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა აირჩია. პერიფერიის იმპერია, საქართველოში ეკონომიკური და კულტურული ჰეგემონიის გასამყარებლად, არა პირდაპირ დასმულ კოლონიურ ხელისუფლებას, არამედ მსხვილ კაპიტალს ეყრდნობა. ამ ვითარებაში, პოლიტიკოსები და ინტელექტუალები, საქართველოში, რუსეთის პოლიტიკის გასააზრებლად ცივი ომის პერიოდის ტრივიალურ სიმბოლოებს იხმობენ. ისინი ასე დღევანდელი კოლონიური პოლიტიკის ნამდვილ სახეს მალავენ. დოკუმენტური კადრები: ABC, ჯორჯ ბუშის ბიბლიოთეკა; ჯეფრი საქსის ლექცია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივი; ჯეფრი საქსის ინტერვიუ - საქართველოს პირველი არხი; სალვადორ ალიენდეს სიტყვა თარგმნა შოთა კინწურაშვილმა. გვიპოვეთ აქ: Facebook: https://www.facebook.com/mautskebeli.... Instagram: https://www.instagram.com/mautskebeli... Web: http://www.mautskebeli.ge/ #მაუწყებელი #უახლესიისტორია
მაუწყებელი • Mautskebeli-ის სხვა ვიდეოები
ლალი ეფრემიძე ნამოხვანში მიმდინარე მოვლენების შემდ...
ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე"
სოფელი ზოდი განადგურების მოლოდინში
საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი/Otlaqsız qalan kə...
ცხოვრება ემიგრაციაში: ნანიკო ქურიძის ისტორია
კომპანიას მძღოლების ნახევარი მილიონი ევრო მართებს
გერმანიაში ქართველი მძღოლების გაფიცვა გრძელდება
გიორგი ზენაიშვილი: ტრაილერის მძღოლების გაფიცვა გერ...
მსგავსი ვიდეოები
ფორმულას დღე — 18 აპრილი, ნაწილი I
ნაწილი II - სამოქალაქო ომი
მაუწყებელი • Mautskebeli
თურქეთი-ამერიკის კრიზისი და საქართველო
ამერიკის ხმა
ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2020
ამერიკის ხმა
ვაშინგტონი დღეს, 30 ოქტომბერი, 2014
ამერიკის ხმა
ვაშინგტონი დღეს, 30 ივნისი, 2019
ამერიკის ხმა
ვაშინგტონი დღეს, 30 აგვისტო, 2020
ამერიკის ხმა
თალიბანი ახალ შეზღუდვებს აწესებს - სტუდია ვაშინგტონი
ამერიკის ხმა