აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმება

კომპრომისული შეთანხმება გერმანიასა და ამერიკას შორის. საუბარია, რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ისა და გერმანიის ამ შეთანხმებას წინ უძღოდა კანცლერ ანგელა მერკელის ბოლო ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში. მხარეები უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუ ის ენერგო რესურსების გამოყენებით გეოპოლიტიკური გავლენის მოპოვებას შეეცდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმებას კონსტრუქციული უწოდა. დოკუმენტის მიხედვით, გერმანია და აშშ უკრაინას მილიარდ დოლარს გამოუყოფენ. ეს თანხა უკრაინის ენერგო სექტორის რეფორმირებას მოხმარდება. ბერლინი ასევე დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც რუსეთთან უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეთანხმების 10 წლით გახანგრძლივების მოლაპარაკებებში ჩაერთვება. შეთანხმებას აპროტესტებს პოლონეთი და უკრაინა. მათი განცხადებით რუსეთი აღნიშნულ გაზსადენს გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები