აქცია ტანძიაში. - TSJ NEWS
ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში აქციაზე მოსახლეობის ნაწილი „არ ემ ჯი გოლდის“ წარმოების დირექტორს, კობა მენაბდიშვილს, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას დაუპირისპირდა, რომელიც აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდა. აქციის მონაწილეებმა ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან ამბობენ, რომ საკითხის პოლიტიზება არ სურთ. რაც შეეხება მენაბდიშვილთან დაპირისპირებას, ადგილობრივები „არ ემ ჯი გოლდისგან“ რაიონში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ან კომპენსაციების გადახდას ითხოვენ, რომ სხვა ადგილზე საცხოვრებლად გადასვლა შეძლონ. აქციის მონაწილეების მტკიცებით, აფეთქებები, რომლებიც კარიერზე მიმდინარეობს, საცხოვრებელ სახლებს აზიანებს და მოპოვებითი სამუშაოების დროს, გარემო ბინძურდება. კობა მენაბდიშვილმა პირველ არხს განუცხადა, რომ მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, „არ ემ ჯი გოლდის“ სამუშაოები ხალხს და გარემოს საფრთხეს არ უქმნის. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილიც მივიდა. მისი თქმით, სოფელში მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, თუმცა ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამოჩნდნენ და სიტუაციის დაძაბვა სცადეს. გამგებელმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია. წყარო - 1tv.ge // გამოიწერეთ არხი, დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე რათა არ გამოტოვოთ სიახლეები. ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს Visit on FaceBook - fb.com/tsjjgufi Visit On Twitter.com/TSJ15GROUP | რეკლამა - 2₾-დან - https://tsjgroup.blogspot.com/p/blog-...
Future Post •-ის სხვა ვიდეოები
Alley trees - Timelapse / ალვის ხეები - Timelapse
შეცვლილი ფორმატი. ტექნოლოგიები და მეცნიერება - შემ...
04:37
Megi Gogitidze - Ertad Viarot / მეგი გოგიტიძე - ერ...
03:36
მარჯვე ხელები - გადაცემა -1 / How to Print Your Fa...
00:43
სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად / sxva rakurs...
05:10
ტანძიის საბა დადვანის სახელობის საჯარო სკოლა.
01:36
სტამბულის აეროპორტში თვითმფრინავი ბილიკიდან გადავი...
07:03
dzlieri qari tandziashi / ძლიერი ქარი ტანძიაში
მსგავსი ვიდეოები
აქცია ტანძიაში
TV Pirveli
საპროტესტო აქცია ტანძიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტანძიაში "არ ემ ჯი გოლდის" წინააღმდეგ მიმართული აქცია ენმ-სთ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია
netgazeti ge
1 დღე - 4 აქცია
რადიო თავისუფლება
ინციდენტი აქციაზე
netgazeti ge
აქცია
giorgi urushadze
სტუდენტთა აქცია
batumi ijh