აქეთ დამემუქრა, ჭკუით იყავი, თორე გაყურებინებ სეირსო - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
სამშენებლო ნარჩენებით შეწუხებული ავტოქარხნის მოსახლეობა პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს. მუსხელიშვილი, ბელინსკი ჩხობაძის 450 კომლიან დასახლებაში რამდენიმე თვეში სამშნებლო ნარჩენების გორები გაჩნდა. კომპანიამ რომელიც ამავე ტერიტორიაზე საწყობს აშენებს სრულად დაფარა მინდორი, სადაც როგორც ადგილობრივები ამბობნენ ხშირად ასეირნებდნენ ცხოველებს, ნარჩენები გაიჭედა სანიაღვრე არხებში, რაც წვიმის დროს მოსახლეობის ეზოებისა და სახლების დატბროვას იწვევს, დაზიანდა ორი ქუჩის დამაკავშირებელი გრუნტის გზა. როგორც ადგილობრივები ამბობენ კომპანია ხელს მერიისკენ იშვერს, მერიაში კი ეუბნებიან რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან