მოტო მოგზაურობა ევროპაში - Ep. #3 | მივდივარ გერმანიის პატარა ქალაქში მოტოს საყიდად

11/19/2023

რიგით #3 ეპიზოდი ჩემი \"მოტო მოგზაურობა ევროპაში\" სერიებიდან.
ამ ვიდეო ეპიზოდში ვტოვებ ფრანკფურტს და მივდივარ ტაქსით 70 კილომეტრში მდებარე ქალაქ ვეცლარში მოტოს საყიდად.
მოტო სამწუხაროდ რთულად იქოქება, ასევე არ მომწონს ის ფაქტი რომ გამყიდველს არანაირი ინფორმაცია არ აქვს ამ მოტოციკლზე და მისი სერვისის ისტორიაზე...
აქედან გამომდინარე გადავწყვიტე არ გამერისკა და იქიდან მივდივარ 27 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუსეკში, სადაც არის მოტოს სადილერო და სახელოსნო. აქ ვპოულობ ჩემს ბიუჯეტში ნორმალურ მდგომარეობაში მყოფ მოტოციკლს (2003 BMW F650GS) და ვუტოვებ ბეს რომ შემდეგ დღეს გავიფორმო. მე კი მოტო მაღაზიის მეპატრონე ტომას ოტტო მთხოვნის თავის მოტოციკლს და მისივე რეკომენდაციით მივდივარ ერთ ერთ სოფელში მდებარე სასტუმრო რესტორანში ღამის გასათევად.
ამ რესტორანში საღამოს მოდის ტომას ოტოც მეგობრებთან ერთად, ისინი მეპატიჟებიან ლუდზე და ვახშამზე თავისი ხარჯით რაც გერმანელებზე გავრცელებული მითიდან გამომდინარე დიდად მაკვირვებს...
P.S
გაითვალისწინეთ რომ ფასები და გაცვლითი კურსები მითითებულია 2023 წლის ივნისის თვის მიხედვით როდესაც რეალურად არის გადაღებული ეს ვიდეო ეპიზოდი.

#გერმანია #ფრანკფურტი #მოტოციკლი #მოტომოგზაურობა #ვლოგი #მოგზაურობა